პროექტები

ინტელის პროექტი: "კრიტიკული აზროვნების განვითარება მოსწავლეებში"


             გავიარე   ინტელის პროექტის ტრენინგი 2015 წლის სექტემბერში, რამაც საკმაოდ დიდი გმოცდილება და ცოდნა შემძინა, სადაც შევისწავლე  ბევრი გამოსაყენებელი აქტივობები და ვებ- მისამართები, რომელთაც აქტიურად გამოვიყენებ ჩემ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.  ყოველი დღე შინაარსიანი და დატვირთული იყო.
ტრენინგი-1 -.გავეცანით ინტელის ძირითადი პროექტის მიზნებს და ამოცანებსტრენინგის მოდულებს, პროექტის გეგმის შაბლონს, ვისწავლე ბუკლეტის შაბლონის, გაზეთის შაბლონის გაფორმება, სტილის შეცვლა, განვიხილეთ პროექტების დაგეგმვა.
 ტრენინგი-II -.გავეცანი სასწავლო  ღონისძიებებს,  პროექტის ეფექტურად დაგეგმვას, პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს, შევქმენით ბროშურის ნიმუში და  განვიხილეთ ვებ-გვერდის ჩანიშვნის წესები.
ტრენინგი-III - განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, მოვნიშნეთ ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. ეროვნული სასწავლო  გეგმიდან ამოვწერეთ 21- საუკუნის უნარებიდან ამოვწერეთ ის უნარ-ჩვევები,რომლებიც გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. დავისახეთ პროექტის სასწავლო მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
  ტრენინგი- IV - დავუბრუნდით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და გეგმის შაბლონში შევიტანეთაგრეთვე გავეცანით შეფასების სტრატეგიებს,შევქმენით დროში გაწერილი სქემა და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.
ტრენინგი-V - გავეცანით პრეზენტაციის აწყობის ტექნიკას,ვისწავლეთ როგორ მოვახერხოთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო პროექტში ინტეგრირება.
 ტრენინგი-VI - შევქმენით სასწავლოპროექტის პრეზენტაცია, განვიხილეთ საავტორო უფლებები.ვისაუბრეთ web2 ტექნოლოგიებზევისწავლეთ კითხვარის შედგენა,პასუხების გაზიარება დაპასუხების დათვალიერება.
ტრენინგი-VII- დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ვისწავლეთ ინტერნეტიდან ბლოგზე სურათების და ინფორმაციის გადმოტანა. დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები,ვისწავლეთ სქემების სასურველი თემისთვის მორგების სტრატეგია.
ტრენინგი-VIIIგავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნაშრომები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ტიპებს.

 ტრენინგი -IX ბლოგზე ავტვირთეთ ტრენინგზე შექმნილი პორტფოლიო

No comments:

Post a Comment